საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესტონეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


ესტონეთში, 2020 წლის 1 მაისამდე,  გამოცხადდა  საგანგებო მდგომარეობა!

  

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები:

 

 

 

გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები

 


·17 მარტიდან ესტონეთი დროებით დაკეტავს საზღვარს. ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ მხოლოდ ესტონეთის მოქალაქეებს, მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მქონე პირებს, ასევე უცხოელის პასპორტის (ნაცრისფერი პასპორტის) მფლობელ პირებს და იმ უცხოელებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ცხოვრობენ ესტონეთში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სამშობლოში ესტონეთის გავლით დაბრუნება, ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ აქვთ კორონა ვირუსის სიმპტომები.

· აღნიშული შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო გადამზიდავებზე, სურსათისა და სამედიცინო მომმარაგებლებზე, ასევე, ხსენებული გადამზიდავების ეკიპაჟის წევრებსა და მომსახურე პერსონალზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობისათვის საჭირო პერსონალსა და უცხოელებზე, რომელთა ვიზიტი  ესტონეთში უკავშირდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანიებისათვის საჭირო აპარატურისა და ოპერაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის საკითხს, თუ მათ არ აქვთ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმტომები. გადამზიდავი პირები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.


 

· ნებისმიერი პირი, რომელიც ქვეყანაში 17 მარტის შემდგომ შემოვა, დაექვემდებარება სავალდებულო, 14 დღიან თვითიზოლაციას. გამონაკლისი დაიშვება პოლიციის გადაწყვეტილებით, თუ პირს არ აქვს COVID 19 -სთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

· ქვეყნის დატოვება შეზღუდული არ არის.

· დაავადების სიმპტომების მქონე პირთა გამოსავლენად, აეროპორტისა და პორტის  სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაწესებულია სამედიცინო კონტროლი

· ტალინი-სტოკჰოლმი-ტალინის მარშრუტზე სამგზავრო გემის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

·  17 მარტიდან შეჩერდა ტალინი - ჰელსინკის სამგზავრო გემის მიმოსვლა.

· 14 მარტიდან დამატებით შეიზღუდა გადაადგილება ესტონეთის დასავლეთით მდებარე კუნძულებზე: ჰიიუმაა, საარემაა, მუჰუ, ვორმსი, კიჰნუ და რუჰნუ. აღნიშნულ კუნძულებზე გადასვლა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებელთათვისაა დაშვებული.

 

 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდვა/აკრძალვები 

·  აკრძალულია ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება.

· 25 მარტიდან აიკრძალა საჯარო სივრცეში ორზე მეტი პირის შეკრება (აკრძალვა არ ეხება ოჯახებს და პირებს, რომლებიც საზოგადოებრივ მოვალეობებს ასრულებენ).

·  ბიბლიოთეკები იმუშავებენ შეზღუდულად.

·  მუზეუმები და კინოთეატრები დაიხურება 1 მაისის ჩათვლით. აკრძალულია ყველა სპექტაკლი, კონცერტი და კონფერენცია.

·  აკრძალულია ყველა სპორტული ღონისძიება 1 მაისის ჩათვლით.

·   დაიხურა სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედნები, წყლის პარკები და მსგავსი ობიექტები.

·  27 მარტიდან - დაიხურება სავაჭრო ცენტრები. იმუშავებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ამანათების მიღების ოფისები. ყველა მაღაზიაში განთავსებული უნდა იყოს ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

·  სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტები იმუშავებს მხოლოდ გატანის სერვისით.

·  რესტორნები და ბარები დაიხურება საღამოს 10 საათზე. აღნიშნული დროის შემდეგ შესაძლებელი იქნება პროდუქტის გატანა ან სახლში მიტანის სერვისით სარგებლობა.

·  ზემოაღნიშნულ სივრცეებში გადაადგილებისას პირებს შორის დაცული უნდა იქნას 2 მეტრის დისტანცია.

·  მზრუნველობამოკლებულთა სახლებში, საავადმყოფოებსა და დაკავების ობიექტებში აიკრძალა ვიზიტორთა მიღება.

·  გადაიდო იმ ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

·  საგადასახადო და საბაჟო უწყების ყველა მომსახურების ცენტრი დაიხურება და განაგრძობს ოპერირებას მხოლოდ ელექტრონულად.

 


· პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ის პირები, ვისაც დაუდასტურდა COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი უნდა დარჩნენ სახლში მათი დიაგნოზის დადასტურებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე. ხსენებულ პირებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის ან პოლიციის გადაწყვეტილებით, ან იმ შემთხვევაში ეძლევათ, როდესაც მათი სიცოცხლე ან ჯანმთელობა საფრთხეშია. 

· ასევე, შეიზღუდა COVID-19-ით ინფიცირებულთან ერთ სახლში მცხოვრები პირების თავისუფალი გადაადგილება. აღნიშნულ პირებს, შეუძლიათ სახლიდან გასვლა, თუ მათ არ აქვთ კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები, შემდეგ შემთხვევებში: 

-სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში თუ ისინი არიან სამედიცინo სფეროს მუშაკები ან საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული თანამდებობის პირები; 

-ყოველდღიური მოხმარებისათვის საჭირო პროდუქტების შეძენის მიზნით, თუ მომარაგების სხვა შესაძლებლობა არ არსებობს; 

-თუ მათ არ ჰქონიათ კავშირი ინფიცირებულთან.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება


16 მარტიდან დაიხურება ყველა სკოლა. სწავლა გაგრძელდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით.

 

ამასთან:

· გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ემსახურებიან, ცალკე იქნება მიღებული.

·  ადგილობრივი თვითმმართველობა ან საბავშვო ბაღის სხვა ოპერატორები გადაწყვეტენ საბავშვო ბაღების მუშაობის და ორგანიზების საკითხებ.

·    კლასგარეშე აქტივობების გაუქმება ხდება 16 მარტს.

განათლების სფეროში ეს ახალი ზომები შენარჩუნდება, სიტუაციის შეცვლამდე. ამ ზომების აუცილებლობა შეფადება ყოველ ორ კვირაში.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომერზე: +372 53614751